ელენე ხოშტარია - 13 წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ რუსეთიდან მაშინ ტურისტები ჩამოდიოდნენ, ახლა კი მოღალატეები და აგენტები ჩამოდიან
მაშინ ტურისტები მოდიოდნენ და მთელი მსოფლიო იყო საქართველოს გვერდით, დღეს კი რუსეთი არის მსოფლიოს იზოლაციაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 13 წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ რუსეთიდან მაშინ ტურისტები ჩამოდიოდნენ, ახლა კი მოღალატეები და აგენტები ჩამოდიან.
„მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ვდისტანცირდეთ და აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები და პუტინი არის აღიარებული ტერორისტი. აი, ეს შეიცვალა ამ 13 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
კითხვაზე, – „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოსგან არ იყო მოწოდებები და მაშინ პუტინი არ იყო ჩვენი მტერი?“ – ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ადრე აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო“.
„მაშინ იყო ლაპარაკი არათუ გახსნაზე, არამედ მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე ტურისტებს, რადგან რუსეთში იყო ძალიან დიდი პროტესტი, მათ შორის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო, დღეს პუტინი არის ტერორისტი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.