ოლენა ზერკალი - რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს, რისი მაგალითიც საქართველო და უკრაინაა
ოლენა ზერკალი - რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს, რისი მაგალითიც საქართველო და უკრაინაა

დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის უპასუხისმგებლო გამოყენება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კრემლი აგრძელებს წითელი ხაზების გადაკვეთას და ცდილობს მსოფლიო მიაჩვიოს ახალ, მის მიერ დადგენილ ნორმებს. ამის საწყისი ჩვენ ვნახეთ საქართველოს აგვისტოს ომის, ყირიმის ოკუპაციისა და დონბასის კონფლიქტის მაგალითზე, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლენა ზერკალმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

„2014 წელს რუსეთმა ყირიმის ოკუპაციითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციით საერთაშორისო სამართლით დაწესებული პრინციპების სრული იგნორირება მოახდინა. მათ შორის, გაეროს ქარტიისაც. იგივე შემთხვევასთან გვქონდა საქმე მანამდეც, 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა ოლენა ზერკალმა.