ირანში, ელბურსის მთებში ძლიერი ქარბუქის გამო ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე ათი მთამსვლელი დაიღუპა.
ქვეყნის დედაქალაქის, თეირანის ჩრდილოეთით მდებარე მთებში დაკარგულ რამდენიმე ალპინისტს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთამსვლელებიდან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მაშველები სულ მცირე შვიდ დაკარგულ ალპინისტს ეძებენ. სამაშველო ოპერაციები გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან გრძელდება.
სამაშველო ოპერაციას ხელს უშლის უამინდობა და თოვლი.
ირანის მთავრობის განცხადებით, დაკარგული ალპინისტების მოსაძებნად ყველა საჭირო რესურსი და ძალებია მობილიზებული.