ელადის ეკლესიის მეთაური საბერძნეთის მთავრობას მოუწოდებს, მორწმუნეები ეკლესიებში დაუშვას
ელადის ეკლესიის მეთაური საბერძნეთის მთავრობას მოუწოდებს, მორწმუნეები ეკლესიებში დაუშვას

ელადის ეკლესიის მეთაური მთავრობას მორწმუნეების ეკლესიებში დაშვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომლითაც იერონიმე მეორემ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

იერონიმე მეორეს თქმით, „საბერძნეთის მთავრობა თუ აპირებს, გახსნას სილამაზის სალონები და მაღაზიები, მაშინ რატომ არ უნდა უნდა შეეხოს ეს ტაძრებსაც“.

ათენისა და ელადის ეკლესიის მთავარეპისკოპოსის თქმით, სასულიერო პირები მზად არიან, მსახურების დროს ხელისუფლებისა და მედიკოსების რეკომენდაციები დაიცვან.

შეგახსენებთ, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მსახურების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ეპიდემიის გამო შემოღებული მკაცრი წესების შემსუბუქების გეგმის წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებს.