ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა “ბარსელონასა” და “რეალის” წყვილში.
“კამპ ნოუზე” შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში უპირატესობას “რეალი” ფლობდა. მარტო პირველ ტაიმში ვინიციუსმა ოთხჯერ დაარტყა მასპინძელთა კარში – ზუსტად იმდენი, რამდენიც “ბარსას” ერთად აღებულმა ყველა ფეხბურთელმა.
ანგარიშიც “რეალმა” გახსნა – მეექვსე წუთზე “ბარსელონას” მცველები შეცდნენ და ქარიმ ბენზემას პასით ლუკას ვასკესმა გაიტანა. პირველ ტაიმში მასპინძლებსაც ჰქონდათ მომენტები, ერთხელ ივაკ რაკიტიჩმა ძელს გაარტყა ბურთი.
“ბარსამ” ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრა, როცა ლუის სუარესის დარტყმას მალკომმა დაამატა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მოედანზე ლიონელ მესი, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში არაფერი შეცვლილა.
განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 27 თებერვალს გაიმართება.