ეკვადორში პოლიციასა და დემონსტრატებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ეკვადორის სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი გამოვიდა, ეკვადორის პრეზიდენტის გილერმო ლასოს ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად. ეკვადორის პრეზიდენტმა საწვავის ადგილობრივი ფასის საერთაშორისოსთან შესაბამისობაში მოყვანის ნაცვლად, ყველზე გამოყენებად საწვავზე ფასი გაზარდა, რამაც პროფკავშირების და სხვდასხვა ჯგუფების უკმაყოფილება გამოიწვია.
დემონსტრანტებმა ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში, ასევე გუაკილასა და კუენკაში გზების გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით დაშავებულია 5 პოლიციელი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გზის გადაკეტვის მცდელობის გამო, დაკავებულია საპროტესტო აქციის 37 მონაწილე. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაშავებულთა შორის არიან დემონსტრანტებიც, თუმცა მათი რიცხვი ჯერ არ სახელდება.