ეკვადორში დაგეგმილი აქციის გამო მთავრობამ დედაქალაქი დატოვა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, მთავრობა დროებით ქალაქ გუაიაკილში გადავიდა. ეს ინფორმაციით მოქალაქეებს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას გააცნო. ამასთან ერთად მორენომ ეკვადორის წინა ხელისუფლების წევრები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა და ვენესუელის ლიდერი ნოკლად მადუროა.
„კორეამ და მადურომ დესტაბილიზაციის გეგმა აამოქმედეს“, – განაცხადა მორენომ. მისივე თქმით, საწვავზე მომატებული ფასების წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის მონაწილეთა მხრიდან მოროდიორობა და ვანდალიზმი, მოწმობს, რომ მათი მიზანი სახელმწიფო წყობის დამხობაა.
როგორც ცნობილია, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში დღეს დაგეგმილ აქციაში 20 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მსვლელობის მონაწილეებმა უსაფრთხოების ძალების კუთვნილი მანქანა და პოლიციის განყოფილების შენობა დაწვეს. დემონსტრანტებმა ალყაში მოაქციეს კონგრესის შენობა.
ეკვადორში საპროტესტო აქციების მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სუბსიდიები გააუქმა და შესაბამისად საწვავის ფასები გაორმაგდა. არეულობის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ეკვადორში 60 დღიანი საგანაგებო მდგომაროება გამოაცხადა და გერმანიაში ვიზიტი გადადო.
აქციების გამო ეკვადორის ბევრ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. სამართალდამცავებმა 477 ადამიანი დააკავეს. ამასთან აქციები მონაწილე, ეკვადორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ათობით პოლიციელი და სამხედრო დაატყვევეს. აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, კიდევ 77 დაშავდა.
საწვავის სუბსიდირება ეკვადორში 1970-იანი წლებიდან შემოიღეს. მათი გაუქმება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. მანამდე ეკვადორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 4,2 მილიარდი დოლარი მიიღო, საპასუხოდ კი, მთავრობა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პირობა დადო. საწვავის სუბსიდირება ეკვადორის მთავრობას წელიწადში 1,3 მილიარდი დოლარი უჯდებოდა.