ეკვადორში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს შეტაკებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 1340 კი დაშავდა
ეკვადორში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 1340 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულია 1121 ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 86 სამართალდამცველი დაშავდა.
ეკვადორში საპროტესტო აქციები 3 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მთავრობის ახალმა რეგულაციამ გამოიწვია, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საწვავზე ფასი 120 პროცენტით გაიზარდა.