ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობის დროს ათობით პატიმარი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ეკვადორის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილია 43 ადამიანი.

არეულობა ქალაქ სანტო დომინგოს ციხეში მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც არეულობა მოჰყვა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, პატრიციო კარილიოს განცხადებით, არეულობის შედეგად პატიმართა ნაწილი გაიქცა, მათგან 112 დააკავეს, 108 კი ამ დრომდე თავისუფალია. ამასთან, პოლიციაში აცახდებენ, რომ ციხეზე კონტროლი აღდგენილია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსჯავრდებულებს შორის არეულობის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის სანტო დომინგოს ციხეში გადაყვანა გახდა.

გასულ წელს ეკვადორის ციხეებში არეულობების დროს 316 პატიმარი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი