დონალდ ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას 10-ბალიანი შკალიდან 12-ით აფასებს – „ჩინეთში გამართულმა შეხვედრებმა შესანიშნავად ჩაიარა“

20:46, 19.11.2026

ვფიქრობ, რომ 12 იყო. 0-დან 10-მდე შკალით თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, რომ 12 იყო, – ასე აფასებს დონალდ ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან გამართულ სამმხრივ შეხვედრას. თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ აშშ-ში დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე  NBC News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთში გამართულმა შეხვედრებმა „შესანიშნავად ჩაიარა“. როგორც ტრამპმა აღნშნა, მას პეკინში „ისე კარგად მოეპყრნენ, როგორც ადამიანს შეიძლებოდა მოეპყრონ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან და სი ძინპინმა ხელოვნურ ინტელექტზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიაზე დამცავი ბარიერი, სულ მცირე, მინიმალურ დონეზე მაინც „დადებითი რამ არის“.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში სამმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ოთხპუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

მსგავსი