ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თურნავა აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.
მან მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.