ეკონომიკის სამინისტრო - სპეციალურად გადამზადებული 215 სასტუმრო, 11 657 ოთახით, ჯამში 133 767 მოქალაქეს მოემსახურა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად გადამზადებული 215 სასტუმრო, 11 657 ოთახით და 3 620 დასაქმებულით ჯამში 133 767 მოქალაქეს მოემსახურა.
სამინისტროს ცნობით, განხორციელდა 800-მდე ფრენა და საქართველოს 6 000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, განხორციელდა 5,4 მლნ პირბადის წარმოება და 5,3 მლნ პირბადის გაცემა/დისტრიბუცია. კომპანიებმა წარმოება 55 პროცენტით გაზარდეს.
სამინინისტროში აცხადებენ, რომ შესყიდულ იქნა 10 დანადგარი, რაც დღიურად 10 ტონა თხევადი ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას უზრუნველყოფს.