ეკონომიკის სამინისტრო - ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 48.5 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 52.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის
საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები და ზრდის დინამიკა ბოლო თვის მონაცემებითაც შენარჩუნებულია – ივლისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), გასული 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით გაიზარდა და 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 52.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის ივლისის მონაცემებს.
2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს გაუტოლდა.
ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (48.7%-ით, 370.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); რუსეთში (40.4%-ით, 322.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); თურქეთში (65.7%-ით, 189.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); უკრაინაში (60.4%-ით, 165.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); აზერბაიჯანსა (22.7%-ით, 295.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და აშშ-ში (127.0%-ით და 87.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).
ამასთან, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (47.0%-ით და 352.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 42.1%-ით და 293.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 71.0%-ით და 180.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 123.2%-ით და 84.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); უკრაინაში (45.5%-ით და 85.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); სომხეთსა (38.7%-ით და 65.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (41.5%-ით და 56.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).
რაც შეეხება უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალს: 2021 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (75.7%-ით და 228.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); მსუბუქი ავტომობილების (13.4%-ით და 248.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5.8%-ით და 465.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); მინერალური და მტკნარი წყლების (34.2%-ით და 79.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); ტრიკოტაჟის ნაწარმის (82.7%-ით და 43.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა); ყურძნის ნატურალური ღვინოების (16.3%-ით და 124.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა); სპირტიანი სასმელების (27.0%-ით და 81.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და თხილისა და კაკლის (80.8%-ით და 37.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ექსპორტი.
ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტების ზრდის სტატისტიკა: 2021 წლის იანვარ-ივლისში გაიზარდა ფეროშენადნობის (76.4%-ით და 228.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5.8%-ით და 465.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); მინერალური და მტკნარი წყლების (34.2%-ით და 79.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); ტრიკოტაჟის ნაწარმის (82.9%-ით და 42.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); ყურძნის ნატურალური ღვინოების (15.9%-ით და 123.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); დაგაზიანებული წყლების (93.2%-ით და 34.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); თხილისა და კაკლის (75.1%-ით და 35.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა); სპირტიანი სასმელებისა (17.9%-ით და 49.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და აზოტოვანი სასუქების (4.3%-ით და 54.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.