ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუსტიციის სახლში გადავიდა, სადაც ადრე ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული.
სამინისტრომ ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავები შენობა უკვე დაცალა.
ამასთან, მისამართი შეიცვალა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც. უწყება ჭოველიძის ქუჩიდან ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე გადავიდა, სადაც გაუქმებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო განთავსებული.
მთავრობაში ოპტიმიზაცია 2017 წლის ბოლოს ჩატარდა. ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა, ევროინტეგრაციის სამინისტრო კი საგარეო უწყებას. ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტრო.