ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ეკატერინე მიქაბაძე დაინიშნა.

მიქაბაძე დღემდე ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 1995-2007 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობდა, 2009-2016 წლებში კი ეროვნულ ბანკში.

მიქაბაძის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილს ხუთი მოადგილე ჰყავს – გენადი არველაძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ირმა ქავთარაძე, რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.