ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მინდელის შახტაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.