ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს პროცესი
ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს პროცესი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დაგეგმილი ოპტიმიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა თანხის დაზოგვა მოხდება და რამდენი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს პროცესი. მთავრობისგან ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და ამის შემდეგ, პარალელურ რეჟიმში, ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს დროში დავასრულოთ ოპტიმიზაციის პროცესი. ჯერჯერობით აღნიშნული ადამიანების შემცირებაზე ან გაზრდაზე საუბარი არ არის. როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე“, – განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების შენობების შესახებ დასმულ კითხვას, არველაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა ბედი ეწევა აღნიშნულ შენობებს ოპტიმიზაციის შემდეგ.