ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აია სოფიას მეჩეთად გამოცხადების შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აია სოფიას სტატუსის ცვლილების გამო მწუხარებას და შეშფოთებას გამოთქვამს.
საბჭოს ხელმძღვანელმა, იოან საუკამ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აია სოფიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილი გაუგზავნა.
„ვალდებული ვარ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს 350 წევრი ეკლესიისა და 110 წევრი სახელმწიფოს სახელით, გამოვხატო მწუხარება და შეშფოთება თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. აია სოფიას მეჩეთად გამოცხადებით თქვენ თურქეთში მაღალი მიმღებლობის დადებითი ნიშნები გამოყოფის ნიშნებით შეცვალეთ“, – წერს იოან საუკა.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელის წერილში, საბჭო წუხს იმის გამოც, რომ თურქეთმა ეს გადაწყვეტილება იუნესკო-სთან წინასწარი დისკუსიის გარეშე მიიღო.