„ეხო კავკაზა“ - ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
„ეხო კავკაზა“ - ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება

გამოცემა „ეხო კავკაზასინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება.

„ეხო კავკაზა“ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ ლუკაშენკოს ესკორტმა უკვე გაიარა გაგრა და ის შეხვედრას სავარაუდოდ ბიჭვინთაში გამართავს.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს ლუკაშენკო სოჭში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა.