ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ქვეშ ვაქცინაციის პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მხრიდან არის შექმნილი პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება და დღეს 12:00 საათის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა მიეცემა, რომ დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის ქვეშ ძალიან თანმიმდევრულად წარიმართება და წარმატებით წარიმართება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტიურობის მნიშვნელობა, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც, შევძლებთ ხარისხის განსაზღვრას და ასევე ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რომელიც შეიძლება დადგეს ამ პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. პირველ რიგში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და „იუნისეფს“, რომლის წილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვისი საშუალებითაც შევძელით და ვაქცინა მივიღეთ დაჩქარებული ტემპით“, – განაცხადა ტიკარაძემ.