ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად ჯერ საკმარისი ადგილებია
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად ჯერ საკმარისი ადგილებია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად ჯერ საკმარისი რაოდენობის ადგილებია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, აქტიურად მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან და მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება.

„რაც შეეხება სასტუმროებს, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, ტურიზმის დეპარტამენტთან და მათი მხრიდან ხდება მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ გვაქვს საკმარისი ოთახები სასტუმროებში, თუმცა, მათი მხრიდან დამატებითი სამუშაოები დავალების სახით კიდევ სრულდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.