ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, პარლამენტთან აქციაზე დაშავებულები მოინახულა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელძღვანელმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო.
„სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.