ეკატერინე ტიკარაძე - ყველა სკოლა ემზადება, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს
ეკატერინე ტიკარაძე - ყველა სკოლა ემზადება, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს

ყველა სკოლა ემზადება, რომ სასწავლო პროცესი უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სკოლებსა და განათლების სამინისტროს შორის ინტენსიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„სწავლასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ინტენსიური სამუშაო პროცესი გაიმართა განათლების სამინისტროსთან ერთად. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები, თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა ჩვენი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.