ეკატერინე ტიკარაძე - ყველა ღონისძიება ხარისხობრივად კარგად თუ შესრულდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება
იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ყველა ღონისძიება ხარისხობრივად კარგად შესრულდება, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრია დამოკიდებული მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე.
„მთავრობა ვახერხებთ, ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია. დამოკიდებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს ღონისძიება ხარისხობრივად კარგად იქნება შესრულებული, მაშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.