ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ, რომ საარჩევნო უბნებზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ
ვმუშაობთ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
„ძირითადი მითითები რჩება კვლავ იგივე, სოციალური დისტნაცირება, პირბადე და ჰიგიენური ნორმების დაცვა. უკვე ვმუშაობთ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს, არჩევნების პირობებში არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე საშუალება ჰქონდეთ შესაბამისი დისტანციის დაცვის და უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის. არჩევნები რომ უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს, პირველ რიგში, ეს არის მთავრობის ინტერესებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით კონსულტაციებს გავდივართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.