ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
სამინისტროს ცნობით, ხანდაზმულთა პანსიონატის 12 ბენეფიციარი და 15 თანამშრომელი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ორშაბათს, 10 მაისს დაგეგმილია მსგავსი აქციის ჩატარება ქუთაისის პანსიონატში.
„დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის, ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 მაისის მონაცემებით, საქართველოში 54 687 აცრაა ჩატარებული.