ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპოორტის მიმართულებით გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.
ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება
„საკოორდინაციო საბჭოს შეხვედარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს პირველ რიგში შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორ კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით, ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ ერთი გადაწტყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას.
საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში,ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.