ეკატერინე ტიკარაძე - საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული
საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით.
„თქვენ იცით, რომ ჩენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.