ეკატერინე ტიკარაძე - სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, თუმცა დაგვიანებები არსებობს, ამ გადატვირთვის პირობებში წარმოუდგენელია, ჩვენ ეს უარვყოთ
ეკატერინე ტიკარაძე - სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, თუმცა დაგვიანებები არსებობს, ამ გადატვირთვის პირობებში წარმოუდგენელია, ჩვენ ეს უარვყოთ

სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება ზოგადად მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, ჩართული არის ასევე კერძო სექტორის ნაწილი, რომელსაც აქვთ საკუთარი რესურსი მანქანების და ეს არის ერთიან ქსელში მომუშავე სისტემა დღესდღეობით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღსანიშნავია, რომ, რა თქმა უნდა, დაგვიანებები არსებობს.

„ჩვენ უკვე ერთ კვირაზე მეტია, ვსაუბრობთ იმაზე, როდესაც სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების რეჟიმი გაიზარდა და მათი დატვირთულობა 30 პროცენტით გაიზარდა, შემდეგ იყო ეს 50 პროცენტით გაზრდა და, რა თქმა უნდა, ეს დატვირთვა ეტაპობრივად იზრდება. სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, ჩართული არის ასევე კერძო სექტორის ნაწილი, რომელსაც აქვთ საკუთარი რესურსი მანქანების და ეს არის ერთიან ქსელში მომუშავე სისტემა დღესდღეობით. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ, რა თქმა უნდა, დაგვიანებები არსებობს, რადგან ამ რეჟიმში და ამ გადატვირთვის პირობებში წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ეს უარვყოთ და ასევე შევპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ საშუალებას მივცემთ 20 წუთსა და 15 წუთში მივა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანა, თუმცა, ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ დეტალურად ვიცით, პაციენტის მდგომარეობა და კითხვარი, რომლითაც დღესდღეობით ჩვენ ვხელმძღვანელობთ, გვაძლევს საშუალებას, რომ ხდება პაციენტების პრიორიტეტულ სიაში გადაყვანა და შემდეგ ამ პრიორიტეტების ეტაპობრივი დაკმაყოფილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.