ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის ინოვაციურ ეტაპზე, რაც ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის ინოვაციურ ეტაპზე, რაც ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება

საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის სრულიად ინოვაციურ ეტაპზე, რაც ამ სექტორში ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„მოწყობილობა თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს და უმოკლეს დროში იძლევა პაციენტის შემოწმების, ჯანმრთელობის მონაცემების მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა გამოსვლისას სამინისტროს ერთ-ერთ მიზნად ელექტრონულ ჯანდაცვის სრული მასშტაბით ამოქმედება დაასახელა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის დიჯიტალიზაციაში მნიშვნელოვანი აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა პაციენტის ელექტრონული ბარათის შექმნა, რომელზეც განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ელექტრონული რეცეპტი, ცნობები ჯანმრთელობისა და დაზღვევის შესახებ და სხვა.