ეკატერინე ტიკარაძე - სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის, ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა
სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის, ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსის ინფექციის 80% არის მსუბუქი ფორმის, ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში.
„პროტოკოლი მზად არის, ექიმები ამასთან დაკავშირებით გადიან მუდმივ კონსულტაციას, ჩვენ ასევე ვანახლებთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ სხვადასხვა პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით. იმ ეტაპზე, როდესაც დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, რომელიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგიძლია დავიწყოთ მათ მკურნალობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.