ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ
ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს დახმარება უკვე მიიღო 95 ათასმა მოქალაქემ.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ჩვენ იძულებული გავხდით, ხუთი ათასს მოქალაქესთან გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. მთავრობა ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია მოითხოვოს მოქალაქეებს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.