ეკატერინე ტიკარაძე - პროტოკოლი ეფექტურია, თუმცა ეს მისი განხორციელების ეფექტურობას არ განსაზღვრავს
პროტოკოლი გახლავთ ნამდვილად ეფექტური, მაგრამ მხოლოდ პროტოკოლის ეფექტურობა მისი განხორციელების ხარისხს და ეფექტურობას არ განსაზღვრავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აჭარასა და თერჯოლაში კლინიკიდან გაწერილ პაციენტებში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, იგეგმება თუ არა შესაბამისი პროტოკოლის შეცვლა. ტიკარაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს საკითხების შესწავლა და თუ იქნება გადაცდომები, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„რეგულირების სააგენტომ უკვე მომაწოდა მისი სია, თუ როგორ შეისწავლის ამ ჯაჭვს და მოკლე პერიოდში ეს ჯაჭვი და იქ არსებული ხარვეზები გახდება ჩემთვის ცნობილი, რის შედეგადაც, მე მექნება იმის საშუალება, რომ განვიხილო, როგორც პროტოკოლის ხარვეზები, ასევე იქ არსებული გადაცდომები. ამას მოჰყვება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მსგავსი არ განმეორდეს და მოხდეს ამის გამოსწორება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.