ეკატერინე ტიკარაძე - პორტალი, რომელიც არის შექმნილი, იძლევა საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის დროს, მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი
პორტალი, რომელიც არის ჩვენი მხრიდან შექმნილი და გახდება ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი, იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მასობრივი ვაქცინაციის დროს, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი, რომელი ვაქცინით სურთ აცრა.
„ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ არჩევანის საშუალებას. სახელმწიფო მუშაობს არაერთი ვაქცინის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის „ასტრაზენეკა“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, ასევე არის ის სხვადასხვა ვაქცინა, რომლებიც დღესდღეობით ელოდებიან ავტორიზაციას. ის პორტალი, რომელიც არის ჩვენი მხრიდან შექმნილი და გახდება ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი, იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი. ასე მოხდება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.