ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, დაიცვას დისტანცია, გამოიყენოს პირბადე
ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, დაიცვას დისტანცია, გამოიყენოს პირბადე

24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ზედმიწევნით იყოს დაცული.

„მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, დაიცვას სოციალური დისტანცია, გამოიყენოს პირბადე და მიმართოს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის პირველი  თებერვლიდან მოწოდებული. გარდაბნის მოსახლეობას კი მინდა, მივმართო თხოვნით, ითანამშრომლოს ჩვენს ეპიდემიოლოგებთან, რომლებიც ამ მომენტისათვის იმყოფებიან გარდაბანში, ატარებენ აქტიურ თერმოსკრინინგს და ასევე მიზნობრივ ტესტირებას, ვინაიდან ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომ მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ იარაღს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას ამ ვირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.