ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას 
ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ პატივს სცემს ბატიაშვილის გადაწყვეტილებას და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენს ორ უწყებას შორის იყო ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო მოულოდნელი, მაგრამ ბატონი მიხეილის პირადი გადაწყვეტილებაა, რასაც მე უბრალოდ შემიძლია მხოლოდ პატივი ვცე და მივესალმო მის გადაწყვეტილებას, თუ ეს მისთვის სასარგებლო და საჭირო იყო,”- განაცხადა ტიკარაძემ.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა უკვე ყოფილმა მინისტრმა.