ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, რეგიონი უკვე მეორედ მოწმდება
ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, რეგიონი უკვე მეორედ მოწმდება

მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კითხვაზე, შემოწმდა თუ არა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ყველა მცხოვრები და რჩება თუ არა რეგიონში ვირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე.

ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, სადაც ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იყო 150-ზე მეტი კონტაქტი. 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული იყო მხოლოდ 14, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია. დღეს მიმდინარეობს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი.

მარნეულსა და ბოლნისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე საუბრობდნენ პირველი დღიდან ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.