ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად ვცდილობთ გაკონტროლებას, რომ არ შედგეს მასობრივი თავშეყრები
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ყველა კულტურული ღონისძიება გადადებულია და გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ღონისძიება არ ტარდება, ტარდება მხოლოდ ჯილდოების გადაცემა, რომელიც იქნება სრულად დაცული იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მიწოდებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შრომის ინსპექცია მუშაობს, როგორც კონცერტებთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებაში და მაქსიმალურად მოხდება გაკონტროლება.
„გვქონდა კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი დაბრალდეს ერთ უწყებას, ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს, როგორც კონცერტებთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება, არ განხორციელდეს ისეთი მასობრივი თავშეყრები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების მაღალ წყაროდ იქცეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.