ეკატერინე ტიკარაძე - მაღალი საზოგადოებრივი შეგნება მოგვეთხოვება და თუ ამ შეგნებას გამოვიჩენთ, პრობლემას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დავძლევთ
ეკატერინე ტიკარაძე - მაღალი საზოგადოებრივი შეგნება მოგვეთხოვება და თუ ამ შეგნებას გამოვიჩენთ, პრობლემას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დავძლევთ

პირველ რიგში, ჩვენ მოგვეთხოვება მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და თუ ამ შეგნებას გამოვიჩენთ, ამ პრობლემას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დავძლევთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, თუ საზოგადოება თვითშეგნებას არ გამოიჩენს, სახელმწიფოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსების შესაძლებლობა და აქ დავუდგეთ ერთმანეთს მხარში, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. აქ ჩვენ მოგვეთხოვება პირველ რიგში, მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და თუ ამ შეგნებას გამოვიჩენთ, მაშინ ამ პრობლემას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დავძლევთ. ამ კუთხით საზოგადოების მზაობა თუ არ იქნება, სახელმწიფოს მოუწევს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ტიკარაძემ.