ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს უმთავრესი მოთხოვნა კორონავირუსის პრევენციის კუთხით კვლავ სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.
როგორც მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა არის.
„რეკომენდაციის, მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. დღეის მონაცემებით, ჯერჯერობით პაციენტებისა და კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით გვაქვს კონტროლირებადი ზრდა, მაგრამ ეს, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებსაც არ აძლევს მოდუნების საშუალებას, ვინაიდან ჩვენთვის კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.