ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსთან მიმართებაში, როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსთან მიმართებაში, როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ჰისპიტალური სექტორი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ სრულ მზადყოფნაშია.

მინისტრის თქმით, ახლა, მთავარია მოქალაქეების მობილიზება, რომ ვირუსი დამარცხდეს.

„როგორც კლინიკური ჯუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია. კლინიკურ ჯგუფს გააჩნია ყველა საჭირო რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომ სწორად იმართოს პაციენტების მდგომარეობა, როგორც მძიმე მდგომარეობაში, ასევე საკარანტინო სივრცეებში მყოფთა მართვის შემთხვევაში. პანიკის საფუძველი ამ მხრივ არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

10 სექტენბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.