ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკების მიერ მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს, ყველა ფაქტი დაფიქსირებულია, დაველოდოთ რეაგირებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკების მიერ მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს.
მისივე თქმით, ყველა ფაქტი არის დაფიქსირებული შესაბამის სამსახურში, რაზეც რეაგირება იქნება.
აღნიშნულით ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრეთ, რომ სხვა დაავადებებზეც აპირებთ, ტარიფები გათანაბრდეს. ასევე ისაუბრეთ, რომ კლინიკების მხრიდან ადგილი აქვს პაციენტებისთვის ზედმეტად თანხების გადახდას. რამდენად მასობრივია ეს პრობლემა და როდის აპირებთ, რომ სხვა დაავადებებზეც გაავრცელოთ 520-ე დადგენილება“.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის მანძილზე ეტაპობრივად დავიწყებთ სხვა დაავადებებზე ტარიფების გამოცხადებას. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივი თანხების აღებას, ამას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს, ყველა ფაქტი არის დაფიქსირებული შესაბამის სამსახურში. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ რეაგირებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.