ეკატერინე ტიკარაძე - „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელმა ვაქცინების მოწოდებაზე მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ „მოდერნასთანაც“
დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა „ჯონსონის ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“.
„დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა „ჯონსონის ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შემოვიდეს და გავიაროთ კონსულტაციები მასთან. ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“ რაოდენობებზე და თარიღებზე. თითოეული ეს მოლაპარაკება გულისხმობს პირველ რიგში გაუთქმელობაზე ხელმოწერას, აქედან გამომდინარე, ბოდიშს მოვიხდი, რომ მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ ამ ტრიბუნიდანაც, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინების უსაფრთხო მოწოდება და ხარისხიანი ვაქცინების მოწოდება, ჩვენს მოქალაქეებს შემდეგ პერიოდშიც ექნებათ და ხელს შეუწყობს იმ დათქმულ გეგმას, რომელიც კალენდრით არის გაწერილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.