ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიგეგმება ღონისძიებები, როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა
საკმაოდ კონკრეტული გეგმა გვაქვს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეკონომიკა დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა, რაც არ აისახება ისე დრამატულად ეკონომიკაზე, როგორც ეს არის მოსალოდნელი.
„ამ პრობლემატიკას ჩვენ თვითონაც ვიაზრებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის გახსნისა და დახშობის ეტაპები იყოს თავსებადი ერთმანეთთან და ერთის შენებით. ასევე იმგვარად, რომ მეორე კომპონენტი არ დავარღვიოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.