ეკატერინე ტიკარაძე - გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება
გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების და დევნილების ჯანმრთელობაზე და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
„ჩვენი ექიმებისთვის კომფორტული გარემო რომ შეგვექმნა და მათ ჩაეტარებინათ ყველა ის მოსაძიებელი საჭირო ღონისძიება დევნილებთან და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, დროებით იზოლაციაში მოქცევის გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ჩვენ კვლავ ვმსჯელობთ იმის თაობაზე, დარჩებიან თუ არა ისინი თვითიზოლაციაში თუ გადაყვანილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ საკარანტინო ზონებში, რაც შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე გახდება ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.