ეკატერინე ტიკარაძე - ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია
ეკატერინე ტიკარაძე - ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა.

მისივე თქმით, დასრულებულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიებაც და მათი ანალიზები გახდება საჯარო.

„რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებაზე, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი. ყველა შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი ყველა პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, მესაზღვრეები, თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.