ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ყველა ბავშვის მდგომარეობა საქართველოში
ყველა ბავშვს მივულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ „იუნისეფის“ კვლევას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები.
„რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გლობალური პრობლემა ყველასთვის. როგორც პრემიერმა პარლამენტში ისაუბრა, ჩვენ გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ სიღარიბის ეს ზღვარი იყოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. გამოვიყენებ შესაძლებლობას და ყველა ბავშვს მივულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძე.