ეკატერინე ტიკარაძე - ჩინური მხარე ინტენსიურად არის ჩართული მხარდაჭერაში, რაც საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სექტორს ესაჭიროება
ჩინური მხარე ინტენსიურად არის ჩართული მხარდაჭერაში, რაც საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სექტორს ესაჭიროება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიმართულებით, ჩინურ მხარესთან პარტნიორული ურთიერთობა პირველი დღიდან არის ძალიან ინტენსიური. ეს შეეხებოდა როგორც დაცვით საშუალებებს, ასევე აღჭურვილობას. ინტენსიურად არის ჩინური მხარე ჩართული მხარდაჭერაში, რაც საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სექტორს ესაჭიროება. ვაქცინის მოწოდებაც სწორედ არის ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მაჩვენებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზოგადად, საზოგადოებაში და არა მხოლოდ საქართველოში, ტრადიციულ ვაქცინებთან მიმართებაში არის საკმაოდ მაღალი სანდოობა. დარწმუნებული ვართ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯიც ნათლად და კარგად აისახება პანდემიასთან ბრძოლაში“,- აღნიშნა ტიკარაძემ.