ეკატერინე ტიკარაძე - არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, რაც გამოიწვევს იმას, რომ პიკი შესაძლოა იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე
ეკატერინე ტიკარაძე - არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, რაც გამოიწვევს იმას, რომ პიკი შესაძლოა იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე

არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება, რომელიმე წყაროს დადგენა და დადასტურება ვერ მოვახერხოთ, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი 80-დან 100 მოქალაქემდე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა არის სრულიად მზად, რომ მართოს ნებისმიერი სირთულის და რაოდენობის პაციენტი.

„ჩვენ მუდმივად ვემზადებით ყველაზე რთული სცენარისთვის, შესაბამისად, იმ დაშვებებიდან გამომდინარე რა რიცხვიც დღეს გვაქვს შემოყვანილი მოქალაქეების რიცხვთან მიმართებაში, არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება,  რომელიმე წყაროს დადგენა და დადასტურება ვერ მოვახერხოთ. ეს გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე. თუმცა, ეს არ გვაძლევს არანაირი პანიკის საფუძველს, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა არის სრულიად მზად, რომ მართოს ნებისმიერი სირთულის და რაოდენობის პაციენტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.