ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარვის ტიპის საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგმება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარვის ტიპის საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგმება.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოება
„საველე ჰოსპიტალები არ იქნება კარვის ტიპის, რადგან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს გარკვეული ლოკაციები, რომლებიც მეტად უფრო შეესაბამებიან ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას და, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ზუსტად ვიცით, თავიანთი მაღალი კვალიფიკაციით რომელი ექიმთა ჯგუფები შეძლებენ უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.